სათამაშო ბიზნესის შეზღუდვისა და მედიისთვის ფინანსების გადაკეტვის კანონპროექტის ფორმალური ინიციატორები დაჩი ბერაია და ირაკლი ზარქუა არიან, მომხსენებელი კი დავით სონღულაშვილია - ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი. პარლამენტის წევრის ოჯახს ათეულობით კომპანიასთან აქვს კავშირი, ასევე შემოსავლების წყაროს მევახშეობაც წარმოადგენდა. სონღულაშვილების ბიზნესი ყოველთვის ხელისუფლებასთან სიახლოვით კეთდებოდა. მამა - ბიძინა სონღულაშვილი შევარდნაძის პერიოდში გუბერნატორი იყო. შვილმა კი 2012 წელს პირადად შესწირა ფული ნაციონალურ მოძრაობას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე ქართულ ოცნებას ურიცხავდა თანხას. საბოლოოდ კი პარლამენტში მოხვდა.